1-10 იანვარი საჯარო დაწესებულებებისთვის უქმე დღეებად ცხადდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით საჯარო დაწესებულებებისთვის უქმე დღეებად ცხადდება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, კერძო სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს.
„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.