ხარაგაულში, ვერტყვიჭალაში, სადაც ჩინური კომპანია მშენებლობას ახორციელებს, რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
“შენობაში იყვნენ მუშები, როგორც ადგილობრივები ასევე ჩინური კომპანიის წარმომადგენლები”, – აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.
მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას ადგილზე ჩასვლის შემდეგ გააჟღერებს.