ყაზბეგში მოსული ნალექის გამო, გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად ხორცილედება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მერია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, როგორც ცენტრალურ, ასევე, ყველა სოფლის შიდა გზაზე უზრუნველყოფს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფი რამდენიმე დღეა, სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება და გზებს თოვლისგან წმენდს, იყრება ქვიშა და ტექნიკური მარილი. პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილია, რაც გულისხმობს, მობილური ჯგუფის მყისიერ რეაგირებას მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე.
სამუშაო პროცესებს პირადად აკვირდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი.
ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.