მცხეთა-მთიანეთში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
მცხეთა-მთიანეთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, რეგიონში 5 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი და 22 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც აცრა ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით კეთდება. პარალელურად, მხარის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს კოვიდ 19-ზე ტესტირებაც. პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აცრელებს.