გორის მერია: თოვლის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო
გორში მოსული თოვლის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო. გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი საავრომობილო გზებზე, ხიდებსა და გზაჯვარედინებზე .
სამუშაოები დღეს დილიდანაც განახლდა, ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდისთავი-გორის დამაკავშირებელ და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე.