რან გიდორი გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
ისრაელის ელჩი, რან გიდორი გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ელჩი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა გორის #1 და #9 საჯარო სკოლებშიც, სადაც საელჩოს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ გურიასა“ და ,,შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ ერთად პროექტი „სუფთა წყალი ბავშვებს“ განხორციელდა, რაც სკოლებში ისრაელის მაღალტექნოლოგიური მემბრანული სისტემით აღჭურვილი სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარის NAF 250 დამონტაჟებას გულისხმობს.
დანადგარები წმენდს ნებისმიერი დაბინძურების წყალს ბიოლოგიური მინარევებისაგან.
დღესვე, ელჩი გორში გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოსაც ეწვია და ოსტატის ნაკეთობები დაათვალიერა.