სენაკში კორონავირუსს დედ-მამა და შვილი ემსხვერპლნენ
64 წლის მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ცოლ-შვილი კორონავირუსით დაეღუპა, დღეს გარდაიცვალა.
ინფორმაცია ‘’კვირას’’ სოფელ ნოსირში სენაკის მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
კოვიდ 19-ით ინფიცირებული მამაკაცი სიკვდილს რეანიმაციაში, რამდენიმე დღე ებრძოდა.
„საშინელება მოხდა. დედა-შვილი და ქმარი, ათ დღეში სამი მიცვალებული ერთ ოჯახში. მთელი სენაკი გლოვობს ოჯახის ამ უმძიმეს ტარგედიას. მამაკაცი 64 წლის იყო, ზეგ იქნება დაკრძალვა” – ამბობს გოგა ქორიძე.