გორში, სოფელ კარბში კაპანაძეების ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასურსათო პაკეტები გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ სოფელ კარბში კაპანაძეების ოჯახი მოინახულეს და სასურსათო პაკეტები ჩაუტანეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„კაპანაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახში 4 მცირეწლოვანი იზრდება და მათი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარების თანხა და ოჯახის შშმ პირის პენსიაა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია კაპანაძეების ოჯახს, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები