სოხუმში ე.წ. მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ორი აქცია მიმდინარეობს

 

სოხუმში, დრამატურგიის თეატრთან ოპოზიციის არასანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში კანონისა და წესრიგის სფეროში ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობით. ასევე, ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობით და ე.წ. სახელმწიფოს ცხოვრების სხვა სფეროებით. ადგილობრივი მედია წერს, რომ დილიდან ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცვა გაძლიერდა, პერიმეტრზე ლითონის ბარიერებით ღობე მოეწყო, ხოლო მახაჯირების სანაპიროს მხრიდან გზა ავტობუსებით არის ჩახერგილი. ამის პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ასლან ბჟანიას მომხრეები შეიკრიბნენ. ბჟანიას ე.წ. მრჩეველმა კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, ნუგზარ ლოგუამ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში არის პრობლემები, მაგრამ ქვეყნის “ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მათ გადასაჭრელად, რომ გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრება, მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, რაც კორონავირუსს უკავშირდება”. ლოგუა მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს ერთმანეთის დადანაშაულება და შეწყდეს ისე მოქცევა, როგორც აფხაზებს არ ეკადრებათ. „როდესაც აფხაზეთს ყველაზე მეტად სჭირდება ერთიანობა და გაგება, ჩვენი საერთო მოვალეობაა – ყველა მოქალაქის, სხვადასხვა პარტიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების – ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან“, – განაცხადა მან. აღსანიშნავია, რომ ორივე აქციების მახლობლად კარვებია გაშლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები