ხობმა რეგიონის ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა
ხობის კულტურის სახლში სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფორუმზე ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაციაზე, სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ფორუმის ფარგლებში რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალგაზრდული პროგრამების გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა.
ფორუმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდობის სააგენტოს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“, „განათლებისა და განვითარების ცენტრ თოლისკურის“ და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.