გარდაბანში კორონავირუსს დედა-შვილი ემსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსს ერთი კვირის განმავლობაში, დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილთა ოჯახის ახლობელი წერს.
„ისინი საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილი იყვნენ. ლამარა ქოჩქიანს განსაკუთრებულად უყვარდა ნაბოლარა შვილი, რომელიც ერთი კვირის წინ მივაბარეთ მიწას.
ერთი კვირაც ვერ გაუძლო უბედურმა დედამ შვილის მონატრებას, კვალდაკვალ მიყვა ლაშას და ისევ გაუთბო უბე მდუღარე ცრემლით, ახლა ორივე ერთად მიემგზავრებიან სოფელ ლემშვანიერადან“,- წერს ახლობელი.