კოვიდინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 378, იმერეთში – 532, აჭარაში – 272
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა – 272, იმერეთი – 532, ქვემო ქართლი – 121, შიდა ქართლი – 256, გურია – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 252, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი – 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 302, აჭარაში – 531, იმერეთში – 1 123. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 566, აჭარაში – 126, იმერეთში – 408. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 32, იმერეთში – 33. 1 021 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 648 – თბილისში, 251 – აჭარაში. 27 557 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 699 ადამიანი.