ზვავსაშიშროება, ქარბუქი, ზღვაზე შტორმული ღელვა – საქართველოში ამინდი გაუარესდება

21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 22-23 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით.
“ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები