144 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს სულ 550 ადამიანი ემსხვერპლა
გასულ დღე-ღამეს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 144 ადამიანს დაუდგინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, სულ რეგიონში 768 ტესტი გაკეთდა.
გუდაუთის კლინიკაში 103 პაციენტი მკურნალობს, მათგან 29-ის მდგომარეობა მძიმეა, 74-ის კი – საშუალო სიმძიმის. სოხუმში 44 პაციენტია ჰოსპიტალიზებული, 20 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ოჩამჩირეში ჰოსპიტალიზებულია – 44, გაგრაში – 13, ტყვარჩელში კი – 16 პაციენტი.
კორონავირუსს ოკუპირებულ აფხაზეთში 80 წლის ქალი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში კოვიდით 37038 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 550 პაციენტი.