გორში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო

გორში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის ქუჩებიც.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ცენტრის “ქიდსლენდის” ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა გაალამაზებს.

წინასაახალწლო ცერემონიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები