ირაკლი ქარსელაძე: წყალტუბოს პირობებში სივრცითი დოკუმენტის კონცეპტუალური პროექტი შემუშავდა – ეკონომიკის სამინსიტრო ქონებებს ამზადებს გასასხვისებლად

წყალტუბოს პირობებში სივრცითი დოკუმენტის კონცეპტუალური პროექტი შემუშავდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც წყალტუბოს განვითარების კონცეფციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული კონცეფციის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრო გასასხვისებლად ქონებებს ამზადებს.

„წყალტუბო ნამდვილად კარგი მაგალითია, რომლის პირობებში სივრცითი დოკუმენტის კონცეპტუალური პროექტი შემუშავდა. ამ პროცესში ჩართული იყო წარმატებული იტალიური და ქართული კომპანიები, რამდენიმე დარგის ექსპერტი. შესაბამისად, მართლაც კარგი დოკუმენტი გამოვიდა. რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ წყალტუბოზე, როგორც პერსპექტიული განვითარების საკურორტო ქალაქზე. იგი აღჭურვილი იქნება საკურორტო ქალაქისთვის დამახასიათებელი ფუნქციებით“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კულტურული და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად კეთდება. ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით მომზადებულ დოკუმენტში მათ საერთაშორისო კურორტების პრაქტიკაც გაითვალისწინეს.

„ამასთანავე, აღნიშნული კონცეპტუალური დოკუმენტი არის საფუძველი იმისთვის, რომ ერთიანი ხედვის ფარგლებში მოხდეს შესაბამისი სანატორიუმების განვითარება. აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში ეკონომიკური ნაწილიც დამუშავდა, რის საფუძველზეც უკვე ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის ქონებებს გასასხვისებლად, რომლის ფარგლებში კონცეპტუალურად მაღალი დონის სასტუმროებს მივიღებთ“, – განაცხადა ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები