თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ბუსტერ დოზით ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელ დაწესებულებებში გაზრდილია ბუსტერ დოზის გაკეთების მსურველთა რიცხვი.
ვაქცინაციის პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრ “თიანეთში” იმყოფებოდნენ, სადაც სამედიცინო პერსონალისგან კოვიდ-საწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე თიანეთის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის სულ 4 პუნქტი ფუნქციონირებს. კერძოდ, მოქალაქეთა აცრა შესაძლებელია რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში “თიანეთი” და ასევე, სოფლებში – ნაქალაქარი, სიმონიანთხევი და ახალსოფელი.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები