გორის მერია: 2021 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 30 პროექტი დაფინანსდა
გორის მერიამ 2021 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 30 პროექტი დააფინანსა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ – პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.
პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების რეაბილიტაცია.
ამხანაგობების ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.
2021 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები იხილეთ ბმულზე – https://docs.google.com/…/1w9OHSqsH2FMoWVk-y…/edit… „,- აღნიშნულია ინფორმაციაში.