პოლიციამ წეროვანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორამაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1 – ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები