საქართველოს 3 მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმმა  უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან რამდენიმე დღის წინ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით მიიღო.

ოკუპანტების მეირ დაკავებულებს, ვლადიმერ კანიაშვილს ერთ თვიანი, კახაბერ ნათაძეს ორთვიანი და მამუკა ჩხიკვაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა განესაზღვრათ.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ 10 დეკემბერს გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები