თორნიკე რიჟვაძე “ოცნების ქალაქის” კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ. ანრი და კახა ,,ოცნების ქალაქის” პირველი მობინადრეები იქნებიან.

ასევე ესტუმრნენ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს. ბავშვები ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ისინი ბათუმის დინამოს აკადემიაში ისწავლიან.

(ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ გარდაეცვალათ. ოჯახი ოცნების ქალაქში ცხოვრობდა)

აღნიშნულ ინფორაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები