სამეგრელო-ზემო სვანეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ აბაშაში, 6 ერთეული თხმელას (მურყანი)  სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, რომელიც არ იყო ელექტრონულ ბაზაში ასახული.
უწყების ცნობით,შედგა შესაბამისი აქტები.  უკანონო ხე-ტყე დალუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები