ახალთერჯოლის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ახალთერჯოლის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
“თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში მოხდება, წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურის, მოსახლეობაში მიმწოდებელი მაგისტრალების, ინდივიდუალური მრიცხველებისა და საქლორატოროს მოწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს რგფ-დან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით,ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-ი-ეს“ განახორციელებს, რომლის ღირებულება 2 138 228 ლარს შეადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.