ხმაური წალენჯიხის საკრებულოში – “ქართული ოცნება” სხდომის გადადებას ითხოვდა

წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს  თანამდებობის პირები უნდა აერჩიათ.

„ქართულმა ოცნების” წარმომადგენლებმა სხდომის ერთი კვირით გადადება მოითხოვეს. სხდომის გადადების მიზეზად “ოცნებამ”  კონსულტაციების გაგრძელება დაასახელა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხდომის გადადებას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, საკრებულოში უმრავლესობას ფლობენ და კრიზისის შექმნა არ სურთ.

ხმაური გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების განცხადებებმაც გამოიწვია. მათი ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ პარტია საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა, მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ პარტიას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა დაესახელებინა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულ ოცნებას” და „ნაციონალურ მოძრაობას” 11-11 დეპუტატი ჰყავთ. 3 წევრი ჰყავს გიორგი გახარიას პარტიას, 1 დეპუტატი „ლელო”-ს, ხოლო 1 დამოუკიდებელი კანდიდატია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები