რუსთავში საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება  მიმდინარეობს   

რუსთავში თავისუფლების მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ ქუჩებში  და პარკებში   სახალწლო ილუმინაციები 25 დეკემბერს ჩაირთვება.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფალიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფლის  მოწყობა და  ქალაქის სადღესასწაულოდ გაფორმება, აქტიურად  მიმდინარეობს.    საახალწლო სოფელში სადღესასწაულო ღონისძიებები ოთხი დღის განმავლობაში 30-31 დეკემბერს და 1- 2 იანვარს გაიმართება.  ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდება თეატრის უკან მდებარე ახალ რეკრეაციასა  და გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერშიც.
,, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით,  რუთავში ახალ წელს  შედარებით მოკრძალებულად შევხვდებით. რა თქმა უნდა,  მეტი ღონისძიების  ჩატარების სურვილი გვაქვს, მაგრამ რეალობა ასეთია.   ეს იმას  არ ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობა ქალაქში  არ გვექნება.   ქუჩებისა და სკვერების საახალწლოდ  მორთვა უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო ღონისძიებები სამ სხავადასხვა ლოკაციაზე  გვექბება,  რაც ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურ საახალწლო განწყობას შექმნის ჩვენს ქალაქში” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძის თქმით, საახალწლო საჩუქარი მოუმზადა ქალაქს საზოგადოება ,,რუსთაველებმა”.
,, 26 და 30 დეკემბერს, საზოგადოება ,,რუსთაველების” ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუსიკალური ლაივ ბენდების Reggaeon-ის, Goofy Land-ის, ,,გაგა ფრანის”, ,,გელა გნოლიძის და ბენდის”  მონაწილეობით,  საახალწლო საღამოები გაიმართება “, – განაცხადა რუსთავის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები