ხულოს მერმა სხალთისა და ფუშრუკაულის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის დირექტორთან ერთად, სხალთისა და ფუშრუკაულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“შეხვედრაზე ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად მიეწოდებინათ როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის სოფლის საჭიროებები, მოსახლეობის ინდივიდუალური თუ ყოფითი პრობლემები, ერთობლივად ემსჯელათ მათი მოგვარების გზებზე და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ადგილზე მოესმინათ. მინისტრმა შეხვედრებზე ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას.

მინისტრმა – ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან – ვახტან ბერიძესთან ერთად, სოფელ ვერნებსა და წაბლანაში სტიქიური კერები ადგილზე მოინახულა და ადგილობრივებს კომპეტენციის ფარგლებში დროულ რეაგირებას დაპირდა, როგორც სსვა უწყებებთან შუამდგომლობის, ასევე სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები, აჭარის მთავრობის ტავმჯდომარის – თორნიკე რიჟავაძის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები