ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

 

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე კინტრიშში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები