ლენტეხში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუფერხებლად გაიარონ.
იმუნიზაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი გაეცნო. მერის თქმით, ლენტეხის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი უსაფრთხო აცრისათვის.
მან მოსახლეობას აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები