გორში, ჭალის დასახლებაში ახალი სკვერი მოეწყო
ჭალის დასახლებაში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
ის ერთერთია იმ 18 სკვერს შორის, რომელიც 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის მასტაბით მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟდა ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება, ფანჩატური.
ჭალის დასახლებაში სკვერი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ – ის ფარგლებში მოეწყო. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ჯამში 44 პროექტი განხორციელდა (პროექტების ნუსხა იხილეთ – https://www.facebook.com/CityHallofGori/posts/3776441252438911/.)
პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა. ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსებული პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.