კვორუმი არ შედგა – ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო, ერთი კვირით გადაიდო. გადაწყვეტილების შესახებ სხდომის უხუცესმა თავმჯდომარე კონსტანტინე უბერმა გამოაცხადა.

სხდომა დატოვეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი იყო, სხდომა გრძელდებოდა და ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა გიგა ფარულავა დაასახელა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არც კანდიდატურას დაასახელებს და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრიდან 22 არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 20 „ქართული ოცნებიდან“, სამი „გახარია საქართველოსთვის“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები