საქართველოში კოვიდინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3470
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3470 პაციენტი.
კორონავირუსს გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა.