ლადო ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორის სათნოების სახლს სასურსათო მარაგი გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით ხანდაზმულთა სახლს „შენი თბილი კერა“ სურსათის მარაგი გადაეცა.

პროდუქტები, რომლის შეძენის მიზნით თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხანდაზმულთა ორგანიზაციაში გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საქართველოს წითელი ჯვრის გორის ოფისის ხელმძღვანელმა თამარ სახლთხუციშვილმა მიიტანეს.

სტუმრებმა მოინახულეს ხანდაზმულთა სახლის ბინადრებიც და გაეცნენ მათ საცხოვრებელ პირობებს.

გორის მერის მოადგილემ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სახელით ორგანიზაციის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და მოხუცებს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები