ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა გრძელდება

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა გრძელდება.
 EU4Culture პროექტის ფარგლებში , მიმდინარეობს  ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრები,  კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების  წარმომადგენლებთან.
 16 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა: რეწვითი ხელოვნების (მინა, კერამიკა, ხე, ლითონი, ტყავი);  დიზაინის (მოდა, გრაფიკული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, პროდუქტის დიზაინი და სხვა);  ციფრული ტექნოლოგიების (კომპიუტერული პროგრამები, ვიდეო- თამაშები და აპლიკაციები); კინოსა და ვიდეო ხელოვნების (კინო და ვიდეო-წარმოება, კინო-სერვისები, კინოთეატრები) მიმართულებით დაინტერსებულ პირებთან და ჯგუფებთან.
შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს თავიანთ სფეროებში  არსებული მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე, გეგმებსა და მიზნებზე.
სამუშაო შეხვედრა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები