ქურდობა ზუგდიდში – წაღებულია 5000 ლარამდე ღირებულების მობილურები
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე მობილური, რომელთა ჯამური ღირებულება 5000 ლარამდეა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ქურდობაში არასრულწლოვნები ამხილეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.