აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც “კვირას” ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გიორგი სურმანიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ხარიზმის გუბერნატორს ფარხატ ერმანოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა უზბეკეთში ციტუსის ექსპორტთან დაკავშირებით, მინისტრმა გუბერნატორს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მანდარინის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ და სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებეზე ისაუბრა.
ასევე შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში აგრარული სექტორის პოტენციალი და შესაძლო ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები.
უზბეკეთის რესპუბლიკის ხარიზმის გუბერნატორთან, გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე”, – აცხადებენ უწყებაში.