ხანძარი ოკუპირებულ გუმისთაში – დამწვარ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში, კერძო ერთსართულიანი სახლი დაიწვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას დილის 08:00 საათზე მოხდა.
სამაშველო სამსახურის ადგილზე მისვლამდე სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის ადგილზე მაშველებმა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს, მისი ვინაობა უცნობია.