ფოთის მუნიციპალიტეტი ყველაზე  ღია და ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტად დასახელდა 

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით  2021 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ 2019  წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ფოთის მუნიციპალიტეტი  36-ე  ადგილს იკავებდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დააჯილდოება გაიმართა, სადაც გამომსვლელებს სიტყვით მიმართა ფოთის მერმა.
ბექა ვაჭარაძემ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის მიღწევებზე , გამოწვევებზე  და საჭიროებებზე  ისაუბრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები