ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. ჯუმბერ იზორიამ, რომელიც საკრებულოში „ქართული ოცნების“ მანდატით არის, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა. კენჭისყრაში გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” 7 წევრი და მმართველი პარტიის 12 დეპუტატი მონაწილეობდა. იზორიას კანდიდატურას მხარი მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრების თქმით, ისინი მზად არიან შოთა წურწუმიას კანდიდატურა დღესვე კვლავ წამოაყენონ.
კენჭისყრამდე სხდომა ენმ-ისა და “ლელოს” წევრებმა დატოვეს. ამ დროისთვის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.