ქობულეთში არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანაში ციტრუსის მიღების პროცესი მიმდინარეობს

ქობულეთში არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანაში ციტრუსის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს.

“დღეის მდგომარეობით, ქარახანას უკვე მიღებული და გადამუშავებლი აქვს 3371 ტონა არასტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით, 1300 ტონით მეტია.
პროცესს ადგილზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა გაეცნო.
კომპანია რომელიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს 0.20 ლარად იბარებს, საიდანაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას ახორციელებს.
რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს,14 დეკემბრის მდომარეობით, 24 782 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა,
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 46 % გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით”, – ნათქვამია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები