მარტვილში, ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან და მერის წარმომადგენელ შაკა ნაჭყებიასთან ერთად გაეცნო.

“პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 1 140 მეტრი ცემენტ-ბეტონის და 2 553 მეტრი ასფალტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები 2020 წელს განხორციელდა.

ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები