თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, იმერეთი – 481, აჭარა – 243 – როგორია ეპიდვითარება დედაქალაქსა და რეგიონებში
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, იმერეთი – 481, აჭარა – 243, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა – 243, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 211, გურია – 88, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 214, კახეთი – 160, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 168 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 325, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 476 პირი, მათ შორის, თბილისში – 589, აჭარაში – 119, იმერეთში – 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 36, იმერეთში – 33. 1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 724 – თბილისში, 256 – აჭარაში. 32 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371 ადამიანი.