პროექტის „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში გორის მერის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა პროექტის „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრას ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ვინც პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულები.
თამაზ შიოშვილმა ახალგაზრდებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, ახალგაზრდულ საკითხებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პროგრამა „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერა“ FID ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და შვედეთის გაეროს ასოციაციის მიერ ფორუმ სიდ/სიდას ფინანსური მხარდაჭერით. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“.
პროგრამა მიზნად ისახავს ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, გაძლიერებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას ადამიანის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები