კობა მურადაშვილმა სამსახურის უფროსებთან თათბირი გამართა
დმანისის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან გაწეული მუშაობისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ დმანისის მერია ავრცელებს.
როგორც დმანისის მერიაში აცხადებენ, თათბირი სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა მოადგილეები წარადგინა.
მერის პირველ მოადგილედ კახა პეტრიაშვილი, ხოლო მოადგილეების პოზიციას თემური ზურაბიშვილი და არიფ სულეიმანოვი დაიკავებენ.