მცხეთის, დუშეთის, ხაშურისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის 7 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 7 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მცხეთის, დუშეთის, ხაშურისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ჯამში 18 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე მოჭრეს.

“უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები