ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

 

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა.

როგორც “კვირას “ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები