ძველ ხიბულაში ყველა შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საერთო ჯამში ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილხიდები. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე. აქამდე გზების ამ მონაკვეთებზე მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. სამუშაოების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.

“მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ხობის მერთან ერთად გაეცნო.

2019 წელს განხორციელდა ძველი ხიბულა-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.

სოფელში მდინარე ჭანისწყალზე, ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

ხიბულაში ასევე აქტიურად ხორციელდება წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, სოფელის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირება. პროექტის შესაბამისად, აშენდა 27-კილომეტრიანი გაზსადენი.

ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, რეაბილიტირდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები