ხულოს მერია: მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, შეხვედრები გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და აჭარის სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, სოფელ თხილვანის და ხიხაძირის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრების მიზანს ადგილობრივების საჭიროებების გამოვლენა, პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლა და მათი მყისიერი მოგვარება წარმოადგენს.
“მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებზე, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამის უწყებებთან, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას არსებული საჭიროებების მოგვარება
სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.