საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3890 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამავე პერიოდში გარდაიცვალა 53 პაციენტი.