მცხეთის მუნიციპალიტეტში “ბუსტერ” დოზით აცრის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია
მცხეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელ დაწესებულებებში გაზრდილია ბუსტერ დოზის გაკეთების მსურველთა რიცხვი.
ვაქცინაციის პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი ქალაქ მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრსა და სოფლის ამბულატორიებში იმყოფებოდნენ, სადაც სამედიცინო პერსონალისგან კოვიდ-საწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის 12 პუნქტი ფუნქციონირებს. მოქალაქეთა აცრა სინოვაკით, სინოფარმითა და ფაიზერითაა შესაძლებელი. უსაფრთხო ვაქცინაციისათვის კი ამცრელ დაწესებულებებში ყველა პირობაა შექმნილი.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.