სოფელ ქვემო და ზემო ყანდაურის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო და ზემო ყანდაურის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ” იბერი” შეასრულებს, სამუშაოების ღირებულება
1 973 421 ლარია, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.